არქივი7 აპრილი, 2025, 12:24
დონალდ ტრამპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე - ვესაუბრებით რუსეთს, გვსურს, შეჩერდნენ, არ მომწონს დაბომბვები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„ვესაუბრებით რუსეთს. გვსურს, შეჩერდნენ. არ მომწონს დაბომბვები, დაბომბვები გრძელდება და გრძელდება და ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, ის რომ მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო.
„ეს საშინელებაა და არასდროს უნდა დაწყებულიყო. არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 100%-ით“, - აღნიშნა ტრამპმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.