დონალდ ტრამპი – უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე

უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. კარგი საუბარი გვქონდა, თითქოს საქმეები კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „ევროპელი ლიდერებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს“.
„მათ ამის დასრულება სურთ. რუსეთს ამის დასრულება სურს, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ უცებ დასრულება აღარ სურთ. უკრაინასაც დასრულება სურს და შემდეგ უცებ აღარ სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში