დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე – უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ამ ბოლო დროს ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „დიახ, ვესაუბრე“.
ამასთან, მისი თქმით, საქმეები „საკმაოდ კარგად მიდის.
„უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. კარგი საუბარი გვქონდა, თითქოს საქმეები კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა