ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი უინძორის ციხესიმაგრეში მივიდა

დონალდ ტრამპი უინძორის ციხესიმაგრეში მივიდა

დონალდ ტრამპი უინძორის ციხესიმაგრეში მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს უინძორის ციხესიმაგრეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III, დედოფალი კამილა და სამეფო ოჯახის წევრები დახვდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯარისკაცებს მიესალმა, რომლებმაც საპატიო სამხედრო დახვედრა მოუწყვეს.
ცნობისთვის, ეს გაერთიანებულ სამეფოში დონალდ ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტია. ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.