ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ „დაგეგმილია ყოვლისმომცველი საპოლიციო და უსაფრთხოების ოპერაცია“

დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ „დაგეგმილია ყოვლისმომცველი საპოლიციო და უსაფრთხოების ოპერაცია“

დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ „თითქმის ყველა შესაძლო შემთხვევისთვის“ მზად არიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დაგეგმილია ყოვლისმომცველი საპოლიციო და უსაფრთხოების ოპერაცია, რომელიც თითქმის ყველა შესაძლო შემთხვევას ითვალისწინებს, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ, კრისტიან ბანტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სამშაბათს, 16 სექტემბერს ჩავა.
დონალდ ტრამპი ოთხშაბათს უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება, ხოლო ხუთშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც დიდ ბრიტანეთს მეორე სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.