დონალდ ტრამპი – ტრამპის არ ყოფნა ბიულეტენში და „შათდაუნი“ იყო ორი მიზეზი, რის გამოც „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები წააგეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რესპუბლიკელების“ მარცხის ორი მიზეზი არსებობს : მთავრობის „შათდაუნი“ და ის, რომ ბიულეტენებში დონალდ ტრამპი არ იყო.
„გამოკითხვის ჩამტარებლები აცხადებენ, რომ ტრამპის არ ყოფნა ბიულეტენში და მთავრობის „შათდაუნი“ იყო ორი მიზეზი, რის გამოც „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები წააგეს“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზებით, ნიუ-იორკის მერის, ასევე ვირჯინიის და ნიუ-ჯერსის შტატების გუბერნატორების არჩევნებში „დემოკრატმა“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან