დონალდ ტრამპი ტარიფებზე ბაზრების რეაქციაზე – ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო

საფონდო ბირჟების რეაქციაზე კომენტირებისას, თქვა, რომ არ სურდა რაიმე დაეცემა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.
„არ მინდა, რომ რაიმე დაღმასვლას განიცდიდეს, მაგრამ ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო. რა მოხდება ბაზრებზე, ვერ გეტყვით. მაგრამ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, არ დადებს გარიგებას პეკინთან, თუ ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი არ მოგვარდება.
„თუ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, მე არ ვაპირებ შეთანხმების დადებას“, – აღნიშნა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტის თქმით, ესაუბრა ევროპისა და აზიის ლიდერებს მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ და დასძინა, რომ „მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ“.
“ვესაუბრე უამრავ ლიდერს – ევროპელებს, აზიელებს, მთელი მსოფლიოდან. მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნება დეფიციტი თქვენს ქვეყანასთან, ჩემთვის დეფიციტი დანაკარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია