კონგრესმენი დონ ბეიკონი – სტივ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს – ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ

მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის შემოჭრას და სურს უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის, გამარჯვება, ცხადია, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს, – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„მას არ შეიძლებ ამ მოლაპარაკებების წარმართვა ანდო. ნუთუ რუსი ანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა? ის უნდა გაათავისუფლონ”, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.
Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც -ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!