დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას განუცხადა, რომ „მას თავის ქვეყანაში ისტორიული საქმის გაკეთების შესაძლებლობა აქვს“.
„დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა: ისრაელთან აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს; ყველა უცხოელ ტერორისტს უთხრას, რომ სირია დატოვონ; გააძევოს პალესტინელი ტერორისტები; დაეხმაროს აშშ-ს, რომ ISIS-ის აღდგენა არ დაუშვას და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ISIS-ის დაკავების ცენტრებზე პასუხისმგებლობა აიღოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებაში.
ამასთან, სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ამერიკული კომპანიები სირიაში ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ინვესტიციების ჩასადებად მიიწვია.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საუდის არაბეთის პრინც მოჰამენ ბინ სალმანსა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შორის გამართულ შეხვედრაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღო.
შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს