ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

დონალდ ტრამპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
Sky News-ის ცნობით, აბუ-დაბიში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი შეხვდა.
შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთსა და კატარში იმყოფებოდა.
დონალდ ტრამპმა ერ-რიადში პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან საუდის არაბეთისთვის 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ხოლო კატართან 1.2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთს დატოვებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.