ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს

დონალდ ტრამპი - ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს

ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ამის კარგი შანსი გვაქვს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა როგორც უკრაინას, ისე რუსეთსაც სურს.
„ვფიქრობ, ახლა მათ [უკრაინა] ამის გაკეთება სურთ და ვფიქრობ, ეს რუსეთსაც სურს. მაგრამ ყოველთვის, როცა ამის გაკეთება ერთს სურს, მაშინ მეორეს აღარ სურს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება რთული აღმოჩნდა.
„რვა ომი დავასრულე და ეს ყველაზე რთულია. თუმცა, ამასაც დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.