ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - რუსული ნავთობის შეძენის გამო მომდევნო 24 საათში ინდოეთისთვის დაწესებულ ტარიფებს მნიშვნელოვნად გავზრდი

დონალდ ტრამპი - რუსული ნავთობის შეძენის გამო მომდევნო 24 საათში ინდოეთისთვის დაწესებულ ტარიფებს მნიშვნელოვნად გავზრდი

რუსული ნავთობის შეძენის გამო მომდევნო 24 საათში ინდოეთისთვის დაწესებულ ტარიფებს მნიშვნელოვნად გავზრდი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ [ინდოეთი] ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ. ჩვენ 25%-ზე შევჯერდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო 24 საათში ამას მნიშვნელოვნად გავზრდი, რადგან ისინი რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ამით კი სამხედრო მანქანის მუშაობას ხელს უწყობენ და თუ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ, მაშინ მე კმაყოფილი ვერ ვიქნები“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ენერგორესურსებზე ფასების შემცირება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებას აიძულებს.
„თუ ენერგორესურსებზე ფასები საკმარისად შემცირდება, მაშინ პუტინი ხალხის მკვლელობას შეწყვეტს. თუ ენერგორესურსების ფასი კიდევ შემცირდება, ბარელზე 10 დოლარით, მას სხვა არჩევანი აღარ დარჩება, რადგან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.