ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ევროპა უკრაინას მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, ჩვენც ჩართული ვიქნებით - რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტა მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა

დონალდ ტრამპი - ევროპა უკრაინას მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, ჩვენც ჩართული ვიქნებით - რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტა მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა

ევროპა უკრაინას მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯერ არ იცით, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარი, რადგან კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ არ გვისაუბრია. ევროპა მათ მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მაგრამ ჩვენც ჩართულები ვიქნებით, მხარდაჭერის თვალსაზრისით, რათა მათ დავეხმაროთ. ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ჩვენ დავეხმარებით, რადგან ადამიანების სიკვდილის ნახვა აღარ მინდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ფიქრობდა, რომ „რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ყველაზე მარტივი იქნებოდა“.
„მაგრამ, ეს დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა. თუმცა, საბოლოოდ მას დავასრულებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.