ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი - ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა

დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი - ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია - პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე აქ ახლახან მოვედი და ჩემი ვადის ოთხი წლის განმავლობაში ამის წარმოქმნა უპრობლემოდ აღვკვეთე. პრეზიდენტი პუტინი და ყველა სხვა თქვენს პრეზიდენტს პატივს სცემდა. მე არაფერი მაქვს საერთო ამ ომთან, მაგრამ მე ვმუშაობ იმისთვის, რომ სიკვდილი და ნგრევა დასრულდეს“, - წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო ეს საშინელი ომი არასოდეს მოხდებოდა“.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა. ბევრი გზა არსებობდა ამის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს უკვე წარსულშია. ახლა ეს უნდა შევაჩეროთ და თან სწრაფად. ძალიან სამწუხაროა!“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.