დონალდ ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არის ბაიდენის ომი, ჩემი – არა

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არის ბაიდენის ომი, ჩემი – არა. მე ახლახან მოვედი. და, ჩემი ოთხწლიანი ვადის განმავლობაში არ მქონია პრობლემა ის თავიდან ამეცილებინა” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის გვერდზე და მის მიმართ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დამოკიდებულებაზე აღნიშნავს: “პრეზიდენტი პუტინი და ყველა პატივს სცემდა თქვენს პრეზიდენტს. არაფერი მესაქმება ამ ომთან, მაგრამ ვმუშაობ გულმოდგინედ სიკვდილისა და ნგრევის შესაჩერებლად”.
დონალდ ტრამპი ამ პოსტში არაერთხელ უსვამს ხაზს ომის დაწყებაში მისი წინამორბედის როლს: “2020 წლის არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო (ის გაყალბდა) უამრავი გზით, ეს საშინელი ომი არასდროს მოხდებოდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკანონო ჯო ბაიდენმა სრულიად საშინელი საქმე გააკეთეს, რომ დაუშვეს ამ აბსურდის დაწყება. უამრავი გზა იყო ამის საერთოდ თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ეს არის წარსული. ახლა ჩვენ ის უნდა შევაჩეროთ, სწრაფად. რა სამწუხაროა!“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას