არქივი15 სექტემბერი, 2025, 16:22
დონალდ ტრამპი - რუსეთიდან და უკრაინიდან ამ კვირაში 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთიდან ცოტა უფრო მეტი, რადგან როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი აგრესორად მოიხსენია.
„ამ კვირაში ორივე ქვეყნიდან 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა. ცოტა მეტი რუსეთისგან, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ. არ ვიცი, იცით თუ არა ეს, მაგრამ ომში, როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების დანაკარგებზე საუბრისას.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდა.
„შვიდი ომი შევაჩერე და მეგონა, რომ ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა“, - განაცხადა ტრამპმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.