ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

დონალდ ტრამპი ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

დონალდ ტრამპი 23 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
კეროლაინ ლევიტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 23 სექტემბერს სიტყვით გამოვა.
„ასევე, პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, უკრაინის, არგენტინისა და ევროკავშირის ლიდერებთან“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ამასთან, ხვალ დონალდ ტრამპი კატარის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, თურქეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის ლიდერებთან ერთად სამიტს გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.