ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში, რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – “დიფ სთეითზე” და ყიფიანზეა ნათქვამი

ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში, რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – “დიფ სთეითზე” და ყიფიანზეა ნათქვამი
“დიფ სთეითი” ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც “სტაჟიანი აგენტი, თუმცა ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალაა”, პატრონების დავალებით, სცადა ბიძინა ივანიშვილისთვის ფული მოეპარა, რაც მალევე გაუგეს და მოუწია მოპარულის დაბრუნება.
ქადაგიძის ინფორმაციით, ყიფიანმა შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს. “მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გაშიფრულია, მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს ნდობა და არავის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ გაცვეთილი სცენარია, “დიფ სთეითი” ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს.
სტაჟიანი აგენტი, დავალებების ზედმიწევნით ზუსტად შემსრულებელი, თუმცა სრულიად ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალა, გაქნილი თაღლითი. ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში შეგახსენებთ, რომ პატრონების დავალებით მან ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის მოპარვა სცადა, რაც მალევე გაუგეს და ყიფიანმაც მუხლმოდრეკილმა ითხოვა, დაჭერას გადამარჩინეთ და თანხას კაპიკ-კაპიკ დავაბრუნებო. ასეც მოიქცა – ყველაფერი უკან მიიტანა. შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს. რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – დიფ სთეითზე და ყიფიანზეა ნათქვამი.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის