ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ნიუ-ჰემფშირში გამართულ პრაიმერისში ლიდერობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-ჰემფშირის შტატში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში - პრაიმერისში - ლიდერობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით 44 %-ი და მიღებული შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპს ხმების 54.4%-ი აქვს, მის მეტოქეს, ნიკი ჰეილის კი - 43.9%-ი.
ნიკი ჰეილიმ, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორია, დონალდ ტრამპს პრაიმერისში გამარჯვება მიულოცა, მაგრამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში რჩება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ აიოვას შტატში გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში, ე.წ. კოკუსშიც გაიმარჯვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.