დონალდ ტრამპი – ნიკოლას მადუროსთან, შესაძლოა, გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან, შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყოს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„შესაძლოა, მადუროსთან გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდეს და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ისაუბრებს მადუროსთან, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან კავშირში ადანაშაულებს.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ზეწოლას მადუროზე.
„შევაჩერებთ ნარკოდილერების და ნარკოტიკების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
Reuters-ს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა გასულ კვირას თეთრ სახლში სამი შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ ვენესუელას წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციების ვარიანტები, მათ შორის ქვეყნის შიგნით სახმელეთო დარტყმები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო