არქივი4 ივნისი, 2025, 10:25
დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს

დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ის ნატო-ს სამიტზე გაემგზავრება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მანამდე, ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტზე უკრაინა მიიწვიეს.
„ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს შევხვდით. ნატო-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.