ტრამპი: ფაშინიანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს, სამხრეთ კავკასიას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ

-ს პრეზიდენტი თეთრ სახლში სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს, 8 აგვისტო, 2025Armenpressაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა.
“სომხეთის პრემიერმინისტრი, , ჩემი კარგი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას უფრო ძლიერს, მდიდარსა და უსაფრთხოს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის ჩემეულ ხედვას.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, 26 მაისს -ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა, სადაც მან სომეხ კოლეგასთან ერთად ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერა ხელი.
აშშ-მ და სომხეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას
ტრამპის თქმით, “მალე აშშ და სომხეთი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტზე მუშაობას დაიწყებენ, რაც სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის და ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგოკომპანიებს ცენტრალური აზიიდან აშშ-მდე წვდომას მოუტანს.”
“ამ მიზეზების გამო ნიკოლს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისს ხელახლა არჩევისთვის. მისი დახმარებით ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ახალ სიმაღლეებამდე ავიყვანთ.” – დაამატა მან.