დონალდ ტრამპი - მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს

მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დეტალების შესახებ დასმულ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დეტალებს სრულად უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს“.
„მაგრამ უკრაინასთან და რუსეთთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე კვირაში გაფორმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
„ძალიან კარგი შანსი არსებობს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.