დონალდ ტრამპი – ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე შეთანხმების დასადებად, დღეს 61-ე დღეა – ახლა, შესაძლოა, მეორე შანსი აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შესაძლოა მეორე შანსი ჰქონდეს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.
„ორი თვის წინ ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე „შეთანხმების დასადებად“. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ! დღეს 61-ე დღეა. ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ახლა, შესაძლოა, მეორე შანსი აქვთ!“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში