ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - პოპულარობის მაძიებელმა ემანუელ მაკრონმა შეცდომით განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების მიღწევაზე მემუშავა, ეს არასწორია!

დონალდ ტრამპი - პოპულარობის მაძიებელმა ემანუელ მაკრონმა შეცდომით განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების მიღწევაზე მემუშავა, ეს არასწორია!

ემანუელ მაკრონმა შეცდომით განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების მიღწევაზე მემუშავა, ეს არასწორია! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„პოპულარობის მაძიებელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეცდომით განაცხადა, რომ მე კანადაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნებულიყავი და ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების მიღწევაზე მემუშავა. არასწორია! მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ მივდივარ ახლა ვაშინგტონში, მაგრამ ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის. განზრახ თუ უნებლიეთ, ემანუელი ყოველთვის ცდება. სიახლეებს თვალყური ადევნეთ!“ - წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაგეგმილზე ადრე ტოვებდა და ვაშინგტონში ბრუნდებოდა.
CNN-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.