არქივი10 ივნისი 2025, 00:07
დონალდ ტრამპი - ირანთან დაკავშირებით ბევრს ვმუშაობთ

ირანთან დაკავშირებით ბევრს ვმუშაობთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ისინი კარგი და ძალიან მკაცრი მომლაპარაკებლები არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს ხუთშაბათს, 12 ივნისს შეხვდებიან.
„მათ ურანის გამდიდრება სურთ და ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ისინი იმას ითხოვენ, რაც შეუძლებელია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.