პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ

დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ

ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „ირანი „გამდიდრებისგან“ დიდი ხნის წინ უნდა შეეჩერებინა“.
„პოტენციური შეთანხმების ფარგლებში ჩვენ ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ!“ - წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ირანს ბირთვული შეთანხმების წინადადება გადასცა, რომელიც ირანის მიერ ურანის შეზღუდული რაოდენობით გამდიდრებას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.