– ინდოეთმა ტარიფების სრულად შემცირება შემოგვთავაზა, მაგრამ უკვე გვიანია

ინდოეთმა ტარიფების სრულად შემცირება შემოგვთავაზა, მაგრამ უკვე გვიანია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, -სა და ინდოეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ცალმხრივია, რადგან ინდოეთი აშშ-ში დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდის, მაგრამ თავად ცოტას ყიდულობს.
„მიზეზი ის არის, რომ ინდოეთს ჩვენ წინააღმდეგ მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით და ჩვენი კომპანიები ინდოეთში გაყიდვას ვერ ახერხებენ. ეს ცალმხრივი კატასტროფაა! ასევე, ინდოეთი ნავთობისა და სამხედრო პროდუქციის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან ყიდულობს, აშშ-სგან კი ძალიან ცოტას. ახლა ტარიფების სრულად შემცირება შემოგვთავაზეს, მაგრამ უკვე გვიანია. ეს წლების წინ უნდა გაეკეთებინათ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსული ნავთობისა და შეიარაღების შესყიდვის გამო დონალდ ტრამპმა ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო რაოდენობა 50%-ს აღწევს და იგი ძალაში გასულ კვირას შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს