ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე - ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შეხვედრა შედგება

დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე - ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შეხვედრა შედგება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Daily Caller-თან ინტერვიუში განაცხადა.
“სამმხრივი [შეხვედრა] შედგება. ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შედგება. მაგრამ, როგორც იცით, ხალხი ხანდახან მზად არ არის ამისთვის. ანალოგიას ვიყენებ. რამდენიმეჯერ გამოვიყენე. ბავშვი გყავთ, სათამაშო მოედანზე კიდევ ერთი სხვა ბავშვია, მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და იწყებენ მუშტების ქნევას, გინდა, რომ გაჩერდნენ და ისინი აგრძელებენ. ცოტა ხნის შემდეგ მათ ძალიან უხარიათ გაჩერება. გესმით ეს? თითქმის ასეა. ხანდახან ცოტა ხანი უნდა იჩხუბონ, სანამ მათ გაჩერებას შეძლებ. მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბევრი ხალხი მოკვდა,” - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.