ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ილონ მასკს დეპორტაციით დაემუქრა

დონალდ ტრამპი ილონ მასკს დეპორტაციით დაემუქრა

დონალდ ტრამპი ილონ მასკს დეპორტაციით დაემუქრა
20:42 / 01-07-2025
მორიგი დაპირისპირება: დონალდ ტრამპი ილონ მასკს დეპორტაციით დაემუქრა
პრე­ზი­დენ დო­ნალდ ტრამპსა და მის ყო­ფილ მრჩე­ველ ელონ მასკს შო­რის კონ­ფლიქ­ტი სულ უფრო მწვა­ვე ფა­ზა­ში შე­დის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით მო­რიგ ჯერ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ ტრამ­პი მასკს თა­ვის სამ­შობ­ლო­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბით და­ე­მუქ­რა.
“არ ვიცი… უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ,“ – გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სამ­შა­ბათს, მას შემ­დეგ, რაც მას­კის დე­პორ­ტა­ცი­ა­ზე შე­კი­თხვა და­უს­ვეს, “შე­იძ­ლე­ბა მას­თან DOGE – ის გაგ­ზავ­ნაც კი მოგ­ვი­წი­ოს ( Department of Government Efficiency – მას­კის თა­ოს­ნო­ბით შექ­მნი­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი – რედ.) იცით, რა არის DOGE? – ურჩხუ­ლია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ილო­ნიც კი შე­ჭა­მოს“, – დას­ძი­ნა მან.
აშშ – ს მოქ­მედ პრე­ზი­დენ­ტსა და პლა­ნე­ტის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მას­კი ტრამ­პის “დიდი და მშვე­ნი­ერ კა­ნონპ­რო­ექ­ტის“ (სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი­სა და ხარ­ჯვი­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ხებ) ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ კრი­ტი­კო­სად გა­და­იქ­ცა.
სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ილონ მას­კის სი­ტყვე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექტს იმ მი­ზე­ზით აკ­რი­ტი­კებს, რომ ის ამ­ცი­რებს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის სუბ­სი­დი­ებს და ამავდრო­უ­ლად ზრდის ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ციტ­საც. მი­ლი­არ­დე­რი და­ი­მუქ­რა, რომ თუკი ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი დამ­ტკიც­დე­ბო­და, იგი იმა­ვე დღეს ახალ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტია “America Party“- ის შექ­მნი­და, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში ისევ რეს­პუბ­ლი­კელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბას შე­არ­ყევ­და.
ტრამპმა მას­კის კრი­ტი­კა უარ­ყო და გა­აფრ­თხი­ლა, რომ მას ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის სუბ­სი­დი­ებ­ზე ბევ­რად მე­ტის და­კარ­გვა შე­ეძ­ლო.
“არა­ვის უნდა ელექტრო­მო­ბი­ლი. მე არ მინ­და ელექტრო­მო­ბი­ლი”, – თქვა ტრამპმა, თუმ­ცა ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რო­გორ აქ­ცია თეთ­რი სახ­ლის სამ­ხრეთ ეზო Tesla-ს დრო­ე­ბით შო­უ­რუ­მად 2024 წელს.
ილონ მას­კი ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დო­ნო­რი იყო და თით­ქმის 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შეს­წი­რა მის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვას. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი სა­ხელ­მწი­ფო ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, ორ მო­კავ­ში­რეს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც მი­ლი­არ­დერ­მა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა და კერ­ძო სექ­ტორ­ში დაბ­რუნ­და. უმაღ­ლეს წერ­ტილს კი მა­შინ მი­აღ­წია, რო­დე­საც Tesla-ს მფლო­ბე­ლი ღიად შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა მთავ­რო­ბის მიერ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე სუბ­სი­დი­რე­ბის შეკ­ვე­ცას.
“თუ ეს შეშ­ლი­ლი ხარ­ჯვი­თი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გავა, მე­ო­რე დღეს­ვე შე­იქ­მნე­ბა “ამე­რი­კუ­ლი პარ­ტია… ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა დე­მოკ­რა­ტი­ულ-რეს­პუბ­ლი­კუ­რი ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ნაც­ვლად, რათა ხალ­ხს რე­ა­ლუ­რად ჰქონ­დეს ხმა. მათი ჩა­მო­შო­რე­ბა მა­ინც მოხ­დე­ბა, თუ გინდ უკა­ნას­კნე­ლი რამ იყოს, რა­საც ამ მი­წა­ზე გა­ვა­კე­თებ, – და­წე­რა მასკმა X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.