ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ილონ მასკის პარტიაზე - სასაცილოა, მესამე პარტიის შექმნა მხოლოდ დაბნეულობას ზრდის

დონალდ ტრამპი ილონ მასკის პარტიაზე - სასაცილოა, მესამე პარტიის შექმნა მხოლოდ დაბნეულობას ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მილიარდერი ილონ მასკის მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასაცილოა.
„ვფიქრობ, რომ მესამე პარტიის შექმნა სასაცილოა. ჩვენ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად უზარმაზარ წარმატებას მივაღწიეთ. „დემოკრატებს“ გზა აებნათ, მაგრამ ყოველთვის ორპარტიული სისტემა იყო და ვფიქრობ, რომ მესამე პარტიის შექმნა მხოლოდ დაბნეულობას ზრდის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.