ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ შედგება, შეიძლება ამას რუსეთისთვის ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ შედგება, შეიძლება ამას რუსეთისთვის ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს

თუ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, შეიძლება ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრისას განაცხადა.
კითხვაზე, თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ შედგება, შესაძლებელია თუ არა ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შეიძლება“.
„შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ვნახოთ რა მოხდება. შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, რადგან ეს ომი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობა „შეიძლება მიიღოს, ან არა“.
„შეიძლება იქ ვიყო, ან შეიძლება არა. ვნახოთ, მაგრამ მინდა, რომ მათ შორის არსებული უთანხმოებები თავად მოაგვარონ, რადგან საბოლოოდ ეს მათ შორის არის. ეს ომის ახალი ფორმაა, სასტიკი ომია, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ასე რომ, ვნახოთ რა მოხდება მომდევნო ერთ ან ორ კვირაში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.