ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ზელენსკიმ თქვა, რომ შეთანხმების დადება სურს

დონალდ ტრამპი - ზელენსკიმ თქვა, რომ შეთანხმების დადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზადაა.

„ყველა პარამეტრი ცნობილია. რაიმე ახალს არ განვიხილავთ - ეს საკითხები ექვსი ან შვიდი თვეა განიხილება. მან თქვა, რომ შეთანხმების დადება სურს,“ - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დავოსში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.