ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომსაც დავასრულებთ

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომსაც დავასრულებთ

ვფიქრობ, რუსეთ – უკრაინის ომსაც დავასრულებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.
„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.