პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პარასკევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უმასპინძლებს თუ არა ზელენსკის თეთრ სახლში, დონალდ ტრამპმა უპასუხა : „ვფიქრობ, რომ დიახ“.
ამასთან, მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას.
„მას რუსეთი პატივს სცემს, უკრაინაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მას პუტინი პატივს სცემს და ის [ერდოღანი] ჩემი მეგობარია“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.