დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის კომენტარებით – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინისა და რუსეთის ლიდერების, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად დარწმუნებულია ტრამპი, რომ შეძლებს სამშვიდობო შეთანხმების დადებას.
„პრეზიდენტი წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და მან გამოხატა უკმაყოფილება იმ კომენტარებით, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარის ლიდერებმა გააკეთეს. მან გამოთქვა აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”