დონალდ ტრამპი - დებატებში ბაიდენი ისე ცუდად დავამარცხე, რომ იძულებული გახდა რბოლა დაეტოვებინა - ბაიდენის გასვლა გადატრიალება იყო
დებატებში ბაიდენი ისე ცუდად დავამარცხე, რომ იძულებული გახდა რბოლა დაეტოვებინა, ბაიდენის გასვლა გადატრიალება იყო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა.
„დებატებში ბაიდენი ისე ცუდად დავამარცხე, რომ იძულებული გახდა რბოლა დაეტოვებინა. დებატებზე ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო. ბაიდენის გასვლა, ეს გადატრიალება იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყალბია.
„ის ყალბია. ყველაფერი რაც მე გავაკეთე, ამბობს რომ ის აკეთებს. არაკომპეტენტურია. ის ისეთივე ცუდია, როგორც ბაიდენი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.