ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი ტრამპს უწოდებს "ჭეშმარიტ საფრთხეს ამერიკის უშიშროებისთვის"

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან გასვლის შემდეგ მიცემულ პირველ ტელეინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წარმოადგენს "ჭეშმარიტ საფრთხეს ამერიკის უშიშროებისთვის".
"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თუ ის გაიმარჯვებს... ამ არჩევნებში, ნახეთ რა მოხდება" - უთხრა ბაიდენმა CBS News-ის 11 აგვისტოს ნაჩვენებ ინტერვიუში. "ეს საფრთხეა, იგი არის ჭეშმარიტი საფრთე ამერიკის უშიშროებისთვის. ჩვენ მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი გვიდგას. ნამდვილად ასეა... და მთავარი არის დემოკრატია".
81 წლის ბაიდენი საჯაროდ აქტიურად აღარ გამოჩენილა საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ - რომელიც მოჰყვა ტრამპის წინააღმდეგ დებატებში მის არასტაბილურ გამოსვლას, რითიც გაძლიერდა შიშები ბაიდენის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.