– დაუყოვნებლივ დაიწყოს 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული – ჩვენ ისევ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებული!

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდა.
მისი მტკიცებით, -ის კინოინდუსტრია ძალიან სწრაფად კვდება იმ სტიმულების გამო, რასაც სხვა ქვეყნები ამერიკელ კინორეჟისორებს მისაზიდად სთავაზობენ.
„ეს სხვა ერების შეთანხმებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად, ეს არის მესიჯი და პროპაგანდა! ამიტომ, უფლებამოსილებას ვანიჭებ ვაჭრობის დეპარტამენტს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული. ჩვენ ისევ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებული!“ – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!