ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება - ტრამპი

აშშ-ის გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება.
დონალდ ტრამპის თქმით, მან აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ დაიწყოს ტარიფების დაწესების პროცესი, რადგან შეერთებული შტატების კინოინდუსტრია „ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება“.
„სხვა ქვეყნები ყველანაირ სტიმულს სთავაზობენ, რათა ჩვენი კინემატოგრაფისტები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან გაიყვანონ. ჰოლივუდი და შეერთებული შტატების ბევრი სხვა ტერიტორია განადგურებულია. ეს სხვა ქვეყნების კოორდინირებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. ეს, ყველაფერთან ერთად, არის გზავნილი და პროპაგანდა! ამიტომ, ვავალებ ვაჭრობის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ყველა იმ ფილმზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უცხო მიწებზე წარმოებული შემოდის. გვსურს, ფილმები კვლავ ამერიკაში იქმნებოდეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.