ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - გრენლანდიამ აშშ-სთან შეთანხმება უნდა დადოს, რადგან მას არ სურს, რუსეთმა ან ჩინეთმა ჩაიგდოს ხელში - მათი თავდაცვა, ორძაღლიანი მარხილია

დონალდ ტრამპი - გრენლანდიამ აშშ-სთან შეთანხმება უნდა დადოს, რადგან მას არ სურს, რუსეთმა ან ჩინეთმა ჩაიგდოს ხელში - მათი თავდაცვა, ორძაღლიანი მარხილია

თუ გრენლანდიას ჩვენ არ დავიკავებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს და არ ვაპირებ, ეს მოხდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, თუ გრენლანდია შეერთებული შტატებთან შეთანხმებას არ დადებს, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ მას რუსეთი ან ჩინეთი დაეუფლოს.
„გრენლანდიამ შეთანხმება უნდა დადოს, რადგან გრენლანდიას არ სურს რუსეთმა ან ჩინეთმა ჩაიგდოს ხელში. გრენლანდიის თავდაცვა, ძირითადად, ორძაღლიანი მარხილია, იცით? მაშინ როცა რუსეთსა და ჩინეთს ყველგან გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები ჰყავთ. არ ვაპირებთ, ეს დავუშვათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.