ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ბოლოს და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს, ახალი და ლამაზი დღე იწყება, აღდგენა იწყება - ჩვენ მსოფლიოში ყველაზე უკეთ ვიცით შენება

დონალდ ტრამპი - ბოლოს და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს, ახალი და ლამაზი დღე იწყება, აღდგენა იწყება - ჩვენ მსოფლიოში ყველაზე უკეთ ვიცით შენება

ბოლოს და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს მივაღწიეთ იმას, რაც ყველას შეუძლებლად მიაჩნდა, ბოლოს და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს. ახალი და ძალიან ლამაზი დღე იწყება. ახლა აღდგენა იწყება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა სამიტში მონაწილე ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
„აღდგენა, შესაძლოა, ყველაზე მარტივი იყოს. ვფიქრობ, ყველაზე რთული ნაწილი უკვე გავიარეთ. ყველამ ვიცით, როგორ აღვადგინოთ და ჩვენ შენება მსოფლიოში ყველაზე უკეთ ვიცით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.