ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2026 წელს „დიდი ოცეულის” სამიტი ფლორიდაში, მის გოლფის კლუბში გაიმართება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2026 წელს „დიდი ოცეულის” სამიტი ფლორიდაში, მის გოლფის კლუბში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2026 წელს „დიდი ოცეულის” სამიტი ფლორიდაში, მის გოლფის კლუბში გაიმართება.
„ჩვენ ამით ფულს არ გავაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, წელს არ დაესწრება სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის” სამიტს და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი წავა.
„წელს არ წავალ, ეს სამხრეთ აფრიკაშია. მე არ წავალ, შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი წავა და ის მოუთმენლად ელოდება ამას, მაგრამ არა, მე იქ არ წავალ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, შესაბამისი კითხვის პასუხად, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაიამიში, 2026 წლის „დიდი ოცეულის” სამიტზე დასწრებას მოისურვებენ, მოხარული იქნება.
„ეს საინტერესო კითხვაა – მე მოხარული ვიქნებოდი, თუ დაესწრებოდნენ, თუ მათ სურთ”, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.