არქივი6 სექტემბერი 2025, 17:55
დონალდ ტრამპის განცხადებით, 2026 წლის „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში, მის საკუთარ გოლფ კლუბში ჩატარდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, 2026 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში, მის საკუთარ „დორალის“ გოლფ კლუბში ჩატარდება.
„თითქმის 20 წლის შემდეგ პირველად, აშშ „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლებს. ვფიქრობ, „დორალი“ საუკეთესო ადგილია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ წელს, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ სამიტს თავად არ დაესწრება და მასში მონაწილეობას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიღებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.