დონალდ ტრამპი – არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ

არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ტარიფები, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ რუსეთთან „ბიზნესს ფაქტობრივად არ აწარმოებს“.
„იმიტომ, რომ ისინი ომში არიან. არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ახლა გიჟებივით ბომბავენ. არ ვიცი რა ხდება იქ, კარგი სიტუაცია არ არის. ჩვენ ვხვდებით რუსეთსა და უკრაინას და გარკვეულწილად ახლოს ვართ, მაგრამ დაბომბვები, რაც ბოლო კვირაში ხდება, დიდად არ მახარებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს