ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან, ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება გავაფორმოთ, ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ

დონალდ ტრამპი - ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან, ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება გავაფორმოთ, ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ

მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მთხოვენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
„ვფიქრობ მსოფლიოსთან ომი, სულაც არ არის ომი, რადგან ყველა აქ მოდის. იაპონია აქ მოდის. ბევრი მათგანი თვითმფრინავშია. მკაცრი მომლაპარაკებლები არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმების გასაფორმებლად ყველაფრისთვის მზად არიან.
„გეუბნებით, რომ ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება გავაფორმოთ. ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური საპასუხო მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა, მათ შორის, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 104%-იანი ტარიფები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.