ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN - ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

CNN - ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 16 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე გაიმართება, რომელიც 17 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
არსებული ინფორმაციით, ტრამპი და ზელენსკი უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk რაკეტების გადაცემასა და რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის უფრო შეტევით პოზიციას განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.