დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – არ ვფიქრობ, რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან, თუნდაც ყირიმიდან, ყველა რუსს განვდევნით – პრეზიდენტმა ტრამპმა ეს რეალობა აღიარა

-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს.
„მზადება მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის გადმოსახედიდან, ვერ შეძლებ შეთანხმებას, თუ არ გაქვს რაიმე სახის ურთიერთობა და დიალოგი მეორე მხარესთან და ჩვენ ამას აუცილებლად დავამყარებთ უახლოეს თვეებში“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა ABC-თან ინტერვიუში.
ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის რეალურ ვადებზე კომენტირებისას მან განაცხადა:
„გვსურს მისი ნახვა ყოველ წუთს, ყოველდღე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება წარმოუდგენლად პოზიტიური პირველი ნაბიჯი ორივე მხარისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს შევიდეთ რაიმე სახის მოლაპარაკებით გადაწყვეტის ჩარჩოებში“.
ამასთან, მისი თქმით, აშკარაა, რომ ვერ შეძლებს თავის ტერიტორიიდან რუსეთის ბოლომდე განდევნას.
„ყველამ იცის, რომ ეს რაღაცნაირად დიპლომატიურად უნდა დასრულდეს. არ ვფიქრობ, რომ რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან ყველა რუსს განვდევნით, თუნდაც ყირიმიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა ეს რეალობა და ვფიქრობ, რომ უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას“, – აღნიშნა უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას