დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი – გრენლანდია -ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

გრენლანდია -ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმე კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებს ეხება.
„საუბარია ბუნებრივ რესურსებზე. ცდილობს არქტიკის მეფე გახდეს, 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ბირთვულია. ჩვენ ორი გვყავს და ერთს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ყინულმჭრელებს ჩინელებიც იყენებენ და იმავე მიმართულებით მოძრაობენ. ასე რომ, საქმე ნავთობსა და გაზს ეხება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა