ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 9 მაისს აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ვიზიტს გეგმავდა.
„არა, არ მივდივარ“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმერ პუტინმა ომის დასასრულებლად ერთად უნდა იმუშაონ.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. იცით რატომ? ჩვენ მილიონობით ადამიანის მკვლელობების დასრულება გვინდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.